ბოლნისში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

  •  

ბოლნისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მოხალისეების ჯგუფი ხმის გამაძლიერებლის საშუალებით სამ ენაზე ადგილობრივებს საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებასა და ვირუსთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებების შესახებ ატყობინებს.

„ჩვენ, ახალგაზრდები ჩავერთეთ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში. ყველა დასახლებულ პუნქტში ვახდენთ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩნენ სახლში და დაიცვან მაქსიმალურად მიცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, გიორგი მეშველიანმა.

მსგავსი თემები