ხარკოვში, სამოქალაქო ობიექტის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ხარკოვში, ახალი ფოსტის ტერმინალის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დაზიანებები მიიღო საწარმოეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

რუსეთმა S-300 რაკეტებით ხარკოვი გვიან ღამით დაბომბა.

მსგავსი თემები