,,ვნახეთ თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე, შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო”- ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა შეიძლება, გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს. ამის შესახებ

„ახლახან ჩვენ ვნახეთ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პერსპექტივა ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე თავდასხმების ესკალაციისა მთელ რეგიონში და ამის გამო, ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან კარგ მდგომარეობაში და ისინი დაცულები არიან“, – განაცხადა ოსტინმა.

 

 

მსგავსი თემები