წინასწარი შედეგების მიხედვით, არგენტინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არგენტინის ეროვნული საარჩევნო პალატის მიერ კვირას კენჭისყრის პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება.

უბნებზე 75 პროცენტზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებში მონაწილეობა 25 მილიონზე მეტმა არგენტინელმა მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების 90 პროცენტი. ხმების 36 პროცენტი მმართველი პარტიის კანდიდატმა, სერხიო მასამ მიიღო. ხავიერ მილემ ხმების 30%, ხოლო მესამე ადგილი პატრისია ბულრიხმა დაიკავა.

 

მსგავსი თემები