საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს – Le Monde

ფრანგული მედიiიის Le Monde-ის ინფორმაციით,  13 ოქტომბერს საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს და ის ჯერ არ არის დაკითხული.

მედიის ცნობით, 20 წლის ტერორისტის მამა საფრანგეთმა 2018 წელს ქვეყნიდან გააძევა.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,გრიგოლ ლილუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთს საქართველოსთვის არ მიუმართავს.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ არასში 20 წლის ჩეჩენმა დანით ფრანგული ენის მასწავლებელი მოკლა, კიდევ ერთი მასწავლებელი და დაცვის თანამშრომელი კი მძიმედ დაჭრა.

მსგავსი თემები