ბაიდენის თქმით, ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა

”სიენენის” ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი  ჰუმანიტარული დახმარებისთვის რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.

ჯო ბაიდენის თქმით, გამშვები პუნქტი გაიხსნება მხოლოდ დახმარების მისაღებად და არა ევაკუაციისთვის.

„ის დათანხმდა გამშვები პუნქტის გახსნას ორი საქმის გასაკეთებლად. თავიდან გავუშვით 20-მდე სატვირთო მანქანა. ჩემი ელჩი ახლა კაიროშია, ის აპირებს ამის კოორდინირებას. მას აქვს უფლებამოსილება, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ამის მისაღწევად”,- განაცხადა ბაიდენმა.

 

 

მსგავსი თემები