საქართველო ჩინეთს კიდევ უფრო უახლოვდება – პეკინის საერთაშორისო ფორუმი (ვიდეო) 

„ქამარი და გზა“ – საერთაშორისო მნიშვნელობის 2 დღიანი ფორუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გუშინ დსრულდა. ფორუმში წარმოდგენილი იყო 140-მდე ქვეყნისა თუ რეგიონის 4000-მდე მაღალი დონის დელეგაცი პრზეიდენტების, პრემიერ-მინისტრების თუ მინისტრების სახით. ფორუმი პირადად პრეზიდენტმა სი ძიმპინმა გახნა.

სტუმრებს შორის იყვნენ: გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში; უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი; რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი; რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი; საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და სხვები.

წლევანდელი ფორუმის თემა იყო „ერთად სართო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქარტთველოს „სარტყელი და გზის“ ინიციატივაში ჩრთულობამ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითარშვილმა ფორუმის მთავარი დისლოკაციის წერტილიდან  „მედიაცენტი მთავართან“ ისაუბრა.

„საქართველოსთვისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა. საქართველო, ერთი მხრივ, ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, თუმცა, ახალი, თანამედროვე გააზრება აბრეშუმის გზის, გადის ევროპასა და აზიის დაკავშირებაზე და აქ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული როლი აქვს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე“ – გვითხრა დავითაშვილმა.

მისივე თქით, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, ტურისტული კუთხით.

„საქართველო არის ევრპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაგასაყარზე, უხლოესი მარშრუტის ნაწილი, ამიტომ, სატრასპორტო ლოჯისტიკური მიმართულებით, ჩვენთვის საინტერესოა თანამშრომლობა აზიისა და ევროპის ქვეყებთან. ასევე მნიშველოვანია, რეგიონის ქვეყნებთან მეტი ეკონომიკური კაშირის ქონა. მათ შორის, სავაჭრო ურთერთობების განვითარება, საინვესტიციო ურთიერთობების გავითარება, თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც საქართველოს ეკონომიკითვის სანტერესოა“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

ფორუმის დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ჩინეთის საგაერო საქმეთა მინისტრი პეკინში მყოფ ასობით ჟურნალისტს შეხვდა და ის შედეგები გააცნო, რაც ფორუმის ფარგლებში შედგა.

ეკა გულუა პეკინიდან

მსგავსი თემები