ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მათივე ცნობით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა.

თავდაცვის ძალების განცხადებით, მიმდინარეობს ტერორისტებთან პირისპირ შეტაკებები. დაჯგუფების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია ღაზის მთელ სექტორში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ადგილების აღმოჩენაა, სადაც ჰამასის ტერორისტებს მძევლები ჰყავთ დატყვევებული.

მსგავსი თემები