ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, კაპიტოლიუმთან აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა – დაკავებულია 300 ადამიანი

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აშშ-ში, კაპიტოლიუმთან საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოგვიანებით შენობაში შევიდნენ.

აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესების გამო, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდენ.

პოლიციამ დაახლოებით 300 ადამიანი დააკავა. პოლიციის სპიკერის განცხადებით, რომ უმეტესობა დააკავეს კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრაციისთვის.

პოლიციის სპიკერის თქმით, მომიტინგეებს, ისევე როგორც დანარჩენ საზოგადოებას, შეუძლიათ ლეგალურად შევიდნენ კაპიტოლიუმის კომპლექსში და პრობლემები მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ისინი არეულობას იწვევენ.

მსგავსი თემები