,,ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაურტყამს ამ ტერიტორიისთვის”- ისრაელის თავდაცვის ძალები დრონის კადრებს აქვეყნებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში, ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს თავზე აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ გადაღბულ დრონის კადრებს აქვეყნებს.

მათი განცხადებით,  “ისლამური ჯიჰადის წარუმატებელი რაკეტის გაშვების შედეგად მიყენებული ზიანი მიმდებარედ არის ავტოსადგომზე და არ ჰგავს დარტყმის შედეგად წარმოქმნილ კრატერს”.

,,გარდა ამისა, ჰოსპიტალის ირგვლივ შენობები არ დაზიანებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაურტყამს ამ ტერიტორიისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები