ღაზას სექტორის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ასობით ადამიანი დაიღუპა ღაზას საავადმყოფოში აფეთქების შედეგად.

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა აფეთქებაში ისრაელი დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. ისრაელი პასუხისმგებლობას უარყოფს და ამბობს, რომ დაზვერვის ვარაუდით აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” წარუმატებელმა რაკეტამ გამოიწვია.

იორდანია: ამანის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ისრაელის საელჩოს მახლობლად. ისინი შენობასთან მიღწევას ცდილობდნენ, ადგილზე უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებულები. იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო პეტრა ასევე იტყობინება მომიტინგეების მცდელობის შესახებ საელჩოსთან მისვლის შესახებ. იორდანიის უშიშროების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი დედაქალაქში ხალხის დასაშლელად.

ლიბანი: ასობით მომიტინგე შეიკრიბა მოედანზე, რომელიც მიდის აშშ-ს საელჩოსკენ, ბეირუთის ჩრდილოეთით და ცდილობდნენ უსაფრთხოების ბარიერების გარღვევას, იტყობინება  CNN-ის გუნდი.

ერაყი: ბაღდადში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ანტიისრაელის ლოზუნგებით. ათობით მომიტინგე ცდილობდა ხიდის გადაკვეთას, რომელიც მწვანე ზონამდე მიდის, მაგრამ უსაფრთხოების ძალებმა მათ ხელი შეუშალა. ტერიტორიაზე განთავსებულია ერაყის მთავრობის ოფისები და რამდენიმე საელჩო, მათ შორის აშშ-ს საელჩო.

ირანი: თეირანში საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოებთან საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ “სიკვდილი საფრანგეთს, ინგლისს, ამერიკას და სიონისტებს”.

ტუნისი: ასობით ადამიანი ტუნისის რამდენიმე რაიონში გამოვიდა, რაიონში “პალესტინელ ხალხთან სოლიდარობის ნიშნად” და ღაზაზე ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები