ღაზის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ ბარბაროსი ტერორისტები – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლები „ბარბაროსი ტერორისტები“ არიან. მისი თქმით, დარტყმა ისრაელის თავდაცვის ძალებს არ განუხორციელებიათ.

„მთელმა მსოფლიომ იცის: ისინი, ვინც თავს დაესხნენ ღაზის ჰოსპიტალს, არიან ბარბაროსი ტერორისტები და არა ისრაელის თავდაცვის ძალები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებით, ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წარუმატებლად გასროლილ რაკეტაზე, რომელიც ღაზაში ჰოსპიტალს მოხვდა, „ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი.

მსგავსი თემები