,,დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები… კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი”- ირაკლი ზარქუა

,,ორი დღეა გვევაჭრება, უნდა შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა, გარეთ დამელოდეთო, სასწაულია საგიჟეთში ვცხოვრობთ,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს სურს შოუ დადგას.

,,ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ორი დღეა გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები… კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი. ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე.იქ შეუძლია, ვინც უნდა. ის მოიწვიოს… ორი დღეა გვევაჭრება, უნდა შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა, გარეთ დამელოდეთო, სასწაულია საგიჟეთში ვცხოვრობთ… პარლამენტში უნდა, ადვოკატებით მოვიდეს, კაცო? ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები