,,პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას განიხილავს და წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“- ადმინისტრაცია

მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმას, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები