დაზიანება აჩვენებს, რომ ეს არ იყო ისრაელის თავდასხმა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები ვიდეოს ავრცელებს,  რომელშიც ნათქვამია, რომ ღაზას საავადმყოფოს აფეთქება,  არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგი.

გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა კრატერი არ არის.  ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი დარტყმები, ძირითადად, დიდ ხვრელებს ტოვებს მიწაზე.

“ინფორმაციის პირველი პაკეტი” იყო “მტკიცებულება, რომელიც აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისრაელის ბომბი” – განაცხადა CNN-ს ჯონათან კონრიკუსმა.

მისივე თქმით,  არ არსებობდა კრატერების ან შენობების მნიშვნელოვანი დაზიანების ნიშნები, რაც საჰაერო თავდასხმის შედეგად მოხდებოდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენობას ათასობით დევნილს აფარებდა თავს, როდესაც ის დაიბომბა. მათივე ცნობით, ბევრი მსხვერპლი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

მსგავსი თემები