,,დავუკავშირდი ნეთანიაჰუს, რათა მიმეწოდებინა ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ბაიდენი წერს, დროა, ყველა ქვეყანამ ცალსახად დაგმოს „ჰამასი“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

„კვლავ დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატო აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა ისრაელისადმი და მიმეწოდებინა ახალი ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. დროა, ყველა ქვეყანამ ცალსახად დაგმოს „ჰამასი“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე”.

მსგავსი თემები