ზუგდიდში, არასრულწლოვნის  მკვლელობაში ბრალდებულს, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დანაშაული გასულ წლის, ნოემბერში მოხდა. ბრალდების მიხედვით, 17 წლის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არასრულწლოვან საბა მამფორიას გულის არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობას წინ, არასრულწლოვნებს შორის, ფეხბურთის თამაშის დროს დაწყებული ჩხუბი უძღოდა.

მსგავსი თემები