ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე გათავისუფლდა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვნების მიცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გათავისუფლდა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სერგო შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მან ბრალდება აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

,,ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” შუბითიძის ადვოკატმა.

მსგავსი თემები