რუსი ალპინისტი ნადეჟდა ოლენევა ჰიმალაის მთებში დაიღუპა

რუსი მთამსვლელი ჩემპიონი ნადეჟდა ოლენევა, რომელიც 14 ოქტომბერს ნეპალში რვაათასიან დაულაგირის ასვლისას გაუჩინარდა, მთებში გარდაცვლილი იპოვეს. ნადეჟდა ოლენევა 6680 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ნაპრალში ჩავარდა.

,,ცხედარი ნაპოვნია. ახლა ტრანსპორტირების საკითხს ვარკვევთ, რადგან იქ ვერტმფრენის დაშვება შეუძლებელია“,- განაცხადა რუსეთის მთამსვლელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაველ შაბალინმა.

მსგავსი თემები