,,ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია შეცდომა იქნებოდა”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნებოდა. მისი თქმით,  თუმცა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის განადგურება აუცილებელ მოთხოვნაა.

,,ისრაელი დევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბარბაროსობაში, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს, ისინი უნდა წავიდნენ ჰამასის წინააღმდეგ, ჰამასი იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. მათ თავიანთი შტაბ-ბინები იქ განათავსეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ჰამასი და ჰამასის ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ მთელს პალესტინელ ხალხს, მე ვფიქრობ, შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია, მაგრამ შესვლა და ექსტრემისტების განადგურება ეს აუცილებელი მოთხოვნაა”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები