მორაგბემ საქართველოსთან მატჩამდე 2 საათით ადრე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა

ფიჯის სარაგბო ნაკრების ვარსკვლავმა ჯოსუა ტუისოვამ საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო, რომ მისი 7 წლის ვაჟი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

29 წლის მორაგბე საფრანგეთში კვირების განმავლობაში იმყოფებოდა და მამამ საქართველოს წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობა, რომ მისი შვიდი წლის ბიჭი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ამის მიუხედავად მატჩში მონაწილეობა მიიღო და გადამწყვეტი როლი ითამაშა შაბათს საქართველოსთან გამარჯვებაში.

ამასთანმ ტუისოვამ არჩია არ დაბრუნებულიყო ფიჯიში სამშაბათს (3 ოქტომბერს) დაკრძალვისთვის და დარჩება ტურნირზე, რადგან სიმონ რაივალუის გუნდი ემზადება ინგლისთან სავარაუდო მეოთხედფინალური შეტაკებისთვის.

მსგავსი თემები