ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია. მისი თქმით, ახლა ისევე როგორც აშშ-სთვის, ასევე უკრაინისთვისაც რთული პერიოდია.

„სიტუაცია შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით საშიშია. დიახ, ეს რთული პერიოდია შეერთებული შტატებისთვის და, რა თქმა უნდა, რთული პერიოდია უკრაინისთვის, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან ჩვენ არ გვქონდა დროის იოლი მონაკვეთი, ამიტომ მზად ვართ ნებისმიერი რთული პერიოდისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ევროპა და შეერთებული შტატებიც მზად უნდა იყვნენ ამ პერიოდში ერთად სამუშაოდ, რომ არ დავკარგოთ ეს ერთიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

მსგავსი თემები