პუტინის განცხადებით, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბორტზე სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბორტზე სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს. მისი თქმით, თვითმფრინავის  მგზავრების სხეულებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს.

მისივე თქმით, პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

„ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავს არანაირი გარეგანი ზემოქმედება არ ჰქონია, ეს არის დაფიქსირებული ფაქტი. ეს არის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი“, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები