ცხინვალში 29 წლის მამაკაცი მოკლეს

ოკუპირებ ცხინვალში 29 წლის მამაკაცი მოკლეს. ცხინვალის ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი, კი თავად ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. დანაშაულში ეჭვმიტალი 52 წლის მამაკაცია.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გამომძიებლების ინფორმაციით, დანაშაული ცხინვალში ოთხშაბათს, სოვეცკაიას ქუჩაზე მოხდა. სროლის შედეგად 29 წლის სერგეი ცაგოლოვი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მსგავსი თემები