მამაკაცმა, აეროპორტამდე დროულად მისასვლელად ვერტმფრენი დაიქირავა

მამაკაცმა, რომელსაც თვითმფრინავზე აგვიანდებოდა, აეროპორტამდე მისასვლელად ვერტმფრენი დაიქირავა. ბიჭმა  TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განმარტა, რომ ეგონა, რომ ფრენა დილის 10:20-ზე ჰქონდა, სინამდვილეში კი თვითმფრინავი 18:20 საათზე გაფრინდებოდა.

მისი თვითმფრინავი ერთ საათში უნდა აფრენილიყო და ის ჯერ კიდევ მანჰეტენის ბინაში იყო. თუმცა მან აეროპორტამდე დროულად მისასვლელად იდეალური გამოსავალი იპოვა: ვერტმფრენის დაქირავება!

„ეს არის ის, რასაც გავაკეთებ და ვეცდები დროულად მივიდე, ახალი ბილეთის ყიდვაზე ნაკლები ღირს“,- აცხადებს ბიჭი ვიდეოში.

მისმა გეგმამ გაამართლა. ბიჭი აეროპორტში დროზე მივიდა და რეისსაც მიუსწრო.

 

მსგავსი თემები