ესპანეთში 36 წლის ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდებდა. როგორც ირკვევა, ემიგრანტს ერთი კვირაა ვერ უკავშირდებიან.
„ესპანეთში მყოფ მეგობრებს მოგმართავთ – დაიკარგა 36 წლის თამაზ როხვაძე. 1 კვირაა, ვერ ვუკავშირდებით. (ახლა დედის გვარს ატარებს, თამაზ მაჩალაძე) უკვე საელჩოსაც მიაწოდეს ინფორმაცია. იქნებ ვინმემ სადმე ნახოთ, არ ვიცით, რა მდგომარეობაშია. 3 თვეა, რაც ესპანეთშია. დამეხმარეთ განცხადების გაზიარებაშიც… თუ ცოტა ინფორმაციაც გეცოდინებათ, მომწერეთ..“ – წერს მარიამ მაჩალაძე.