,,ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი 100 პროცენტით მუშაობს”- ზელენსკი

„პუტინის მიზნების სია ახლა განსხვავებულია. პუტინი იძულებულია, დაიმციროს თავი ფხენიანის დელეგაციის პირადად გართობით“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, ეროვნულ არქივში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპის ნახევარს კვლავ მოსკოვის გავლენის სფეროში მოხვედრის საფრთხე დაემუქრება.

,,უკრაინის უსაფრთხოებაში და თავისუფლების გლობალურ დაცვაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი 100 პროცენტით მუშაობს,”- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები