ელჩის განცხადებით, ჩინურ კომპანიაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა

“დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ ტაივანისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ცენტრები ავრცელებენ“- აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. მისი შეფასებით, ანაკლიის ნავსადგური გარდამტეხი იქნება.

„მჯერა, ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში“.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი. მისივე ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც პორტი უნდა ააშენოს სანქცირებული არ არის და დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები.

„China Communications Construction Company Limited არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანია მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ამ ჯგუფის მიმართ არ არის სანქციები. თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველი ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

მსგავსი თემები