სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა – დაშავდა სულ მცირე 45 ადამიანი

აშშ-ში, ნიუ-იორკთან ახლოს, სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ერთი დაიღუპა, 45-მდე კი დაშავდა.

სკოლის მოსწავლეები ბანაკში, მუსიკალური ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ.

შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო ვერტმფრენიც.

დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები