ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებასა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების მიმართულებაზე ისაუბრეს.

,,ითქვა, რომ კანადა უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. ტრუდო შეხვდა ზელენსკის იმისთვის, რომ სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების პირობა მიეცა”, – ნათქვამია  ინფორმაციაში.

ზელენსკის ვიზიტი დაანონსებული არ იყო.

მსგავსი თემები