დღეს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, ვიზიტორებს ეზღუდებათ შესვლა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი, დღეს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.

„მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

 

მსგავსი თემები