რუსეთში, ქალაქ უხტასთან, ერთ-ერთ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქარხნის კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლები დაიღუპნენ. გარდა ამისა, ერთი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Baza Telegram-ის ინფორმაციით, ხანძარი კვირას, 2 ივნისს შუადღისას გაჩნდა.