„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“- თბილისში მსვლელობა დაიწყო

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეები თანადგომას უცხადებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ პირებს, რომლებიც მათივე თქმით, უსამართლოდ იმყოფებიან ციხეში. მსვლელობის შემდეგ, ისინი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ და საქველმოქმედო აქცია-კონცერტს შეუერთდებიან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტის მიზანი  ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.

მსგავსი თემები