აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „აბრამსის“ ტიპის ტანკები უკრაინას მომავალ კვირას გადაეცემა. მისი თქმით, აშშ ორიენტირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
„დღეს მე უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში დავამტკიცე, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. მომავალ კვირას უკრაინას პირველი ამერიკული „აბრამსის“ ტანკები გადაეცემა“, – განაცხადად ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრისას.