უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ეს ნიშნავს ახალ ინდუსტრიულ შესაძლებლობებს და სამუშაო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებისთვის.

,,ვაშინგტონში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან და მის გუნდთან. ჩვენ მივაღწიეთ ახალ თავდაცვის შეთანხმებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ჭურვებსა და საინჟინრო აღჭურვილობას. ჩვენ ასევე შევთანხმდით გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად აწარმოებენ საჭირო იარაღს. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე! თავდაცვის ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული მოვლენაა. ახალი ინდუსტრიული ბაზა, ახალი სამუშაო ადგილები ორივე ერისთვის. უკრაინას შეეძლება საჰარო თავდაცვის სისტემების წარმოება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები