სარაკეტო თავდასხმა კიევზე – არის მსხვერპლი

კიევში, 30 აგვისტოს ღამით, მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.  ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები დაეცა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე და არასაცხოვრებელ კორპუსებში, დარნიცკიში – მაღაზიის სახურავზე.

შევჩენკოვის რაიონში საწარმოს ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაიღუპა და სამი მოქალაქე დაშავდა. გარდაცვლილები საწარმოს 1987 და 1997 წლებში დაბადებული თანამშრომლები იყვნენ.

,,შევჩენკოვის რაიონში მეორე ზარზე მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს ერთი დაზარალებული. 24 წლის გოგონამ მინის ნამსხვრევებიდან ჭრილობა მიიღო”,- განახცხადა კლიჩკომ.

მსგავსი თემები