,,დედიკოსთან და ბებოსთან გაიქეცი და ჩეხუტე”- 4 წლის გიოს ცხედარი იდენტიფიცირებულია

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნაპოვნია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

დღეს 4 წლის გიორგის გარდაცვალება დადასტურდა.

„ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო. ცოტა დაისვენე დაღლილი იქნები. მერე დედიკოსთან და ბებოსთან გაიქეცი და ჩეხუტე. მელოდე, მალე მეც მოვალ“ – წერს ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები