სანიაღვრე სისტემები გამართულად მუშაობს, მაგრამ იმდენად უხვი ნალექი მოვიდა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა – კალაძე

სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ, იმდენად უხვი ნალექი მოვიდა და დამატებით იყო ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან  ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

„ამ კონკრეტული მონაკვეთიდან ჩავერთე და განახეთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო, ავტომობილებისთვის გადაადგილება ჭირდა. სპეციალურად გავაკეთე ჩართვა, რადგან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, მითქმა-მოთქმა, რომ სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს, არ არის გაკეთებული, არ არის გაწმენდილი და ა.შ. ძალიან ბევრი ტყუილი და სიცრუე. 55 წუთის წინ მქონდა ჩართვა, მოგაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ტერიტორია იყო დატბორილი, ახლა კი ხედავთ, რა ვითარებაა. ეს არის რეალობა. ეს არის იმის მანიშნებელი და დამამტკიცებელი, რომ სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ იმდენად უხვი ნალექი მოვიდა და დამატებით იყო ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა. ეს იყო პრობლემა“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები