რუსეთში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოში მდებარე საწყობში მასშტაბური ხანძარი  გაჩნდა. ამის შესახებ TASS მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. იუწყება.

„მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოში, ზელენაიას ქუჩაზე, 30ა, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა 2000 კვადრატულ მეტრზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ“, – ციტირებს სააგენტო სამსახურის წარმომადგენელს.

Telegram-ის არხებით გავრცელებული კადრების მიხედვით, ცეცხლი და კვამლი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ჩანს.

ხუთშაბათს ღამით რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ორი თავდამსხმელი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვთან ახლოს, ერთი ოდინცოვოს ოლქში, მეორე კი კალუგის რაიონში.

მსგავსი თემები