,,არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი – მოვიგოთ ომი და არ დავკარგოთ ქვეყანა”- ზელენსკი

„ჩვენ არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი – მოვიგოთ ომი და არ დავკარგოთ ქვეყანა. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს ის ისტორიული შანსი განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი ხალხის, მთელი ჩვენი ერის გამბედაობით მოიპოვა“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, განაგრძნობენ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, ტექსტის, რომელიც საფუძვლად დაედება  ქვეყნის ტრანსფორმაციას.

„ჩვენ ვამზადებთ უფრო მეტ თავდაცვით პაკეტს ჩვენი მეომრებისთვის და უფრო მეტ თავდაცვის სისტემას მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. დღეს მე ასევე მქონდა საუბარი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. ეს იყო კონფიდენციალური საუბარი, მაგრამ ეფექტური. მე ვესაუბრე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ემანუელს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა დონეზე და გლობალურ ურთიერთობებში ყველა აქტორთან „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები