ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას, რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 19 წლის ბიჭი, ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

მსგავსი თემები