გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გლდანში, ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ბანკის ფილიალში შეიჭრა და ფული წაიღო.

გამოძიება სსკ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი თემები