„მეექვსე დღე დედის მოლოდინში…შვილი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს”- სოფო ბაკურაძეს ამ დრომდე ეძებენ

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება. როგორც პოსტშია აღნიშნული, სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა, იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

„მეექვსე დღე დედის მოლოდინში. სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი, ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…”, – ნათქვამია პოსტში.

 

წყარო: ”პრაიმტაიმი”

მსგავსი თემები