რუსეთმა ომში დაახლოებით 251 620 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 251 620 ჯარისკაცი დაკარგა.

უწყების ცნობით,  რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 251 620; ​ტანკი –  4 262; ჯავშანტექნიკა – 8 290; საარტილერიო სისტემა – 5 013; სარაკეტო სისტემა – 711; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 469; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 312; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 175; საკრუიზო რაკეტები – 1 377; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 479; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 742.

მსგავსი თემები