რუსთავში, კაცი მიკროავტობუსიდან გადავარდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან 75 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალება გააჩერა, კარგი გააღო, თუმცა მგზავრის გადავარდნა არ შეუმჩნევია.

დაშავებული კაცი  კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და  იგი მართვითი სუნთქვით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მსგავსი თემები