სტიქიის ზონაში დაკარგულებიდან ამ დრომდე არავინ უპოვნიათ

შოვში, სტიქიის ზონაში 25 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა. ციფრი 25 უცვლელია, ამ ეტაპისთვის დაკარგულებიდან  ვერავინ იპოვეს. დაკარგულთა ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ  მათი ოჯახის წევრები შესაძლოა ტყეს აფარებდნენ თავს, თუმცა, ამბობენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, გადარჩენა გაძნელდებოდა.

ტალახის უზარმაზარი მასის გამო, მაშველებს ცოცხალი ძალით მუშაობა უჭირთ და კონკრეტულ წერტილებამდე ვერც მიდიან. ადგილზე მუშაობს ყველა  შესაძლო ტექნიკა, რომ შეძლებისდაგვარად გაიწმინდოს ტალახის მასა და მოხდეს მისასვლელი გზის გაკეთება.

დაკარგულებს ძირითადად ვერტმფრენებიდან და დრონებით ეძებენ.

მსგავსი თემები