სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები განახლდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დილიდან გრძელდება.  დღეს ღონისძიებებში  აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც მიიღებს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაკარგულ  25 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილია 11 ადამიანი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი – 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი თემები