„თანავუგრძნობ საქართველოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი ქართულ ენაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მოსახლეობას შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს და ტექსტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე წერს.

„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები