პენტაგონი ადასტურებს, რომ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინაშია

პენტაგონი ადასტურებს, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე  უკრაინაშია. ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, დუგლას სიმსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაშია“, – განაცხადა დუგლას სიმსმა.

მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს არანაირი ინტერესი კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენოს მშვიდობიანი მოსახლეობის მახლობლად, განსხვავებით რუსებისგან

,,რუსებმა გამოიყენეს ეს იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამოქალაქო თემებში, რაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმისგან, რასაც უკრაინელები აპირებენ. უკრაინელები აპირებენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ტაქტიკურ გარემოში, რუსების წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,”- განახადა სიმსმა.

მსგავსი თემები