ბაიდენი აცხადებს, რომ ვერ ხედავს “რეალურ პერსპექტივას”, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით,  ვარაუდი, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ყოველ დღე მცირდება.  მისი თქმით, პუტინი ცდილობს კონტროლის აღდგენას ვაგნერის კერძო სამხედრო ჯგუფის გასულ თვეში წარუმატებელი ამბოხის შემდეგ.

,,მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს რეალური პერსპექტივა, თქვენ არასოდეს იცით, რომ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. არა მხოლოდ დასავლეთმა, არამედ ჩინეთმა და დანარჩენმა,”- განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღის მსოფლიოში უდიდესი არსენალი, 4477 განლაგებული და სარეზერვო ბირთვული ქობინით, მათ შორის დაახლოებით 1900 ტაქტიკური ბირთვული იარაღი.

მსგავსი თემები